აჭარული ხაჭაპური

შემადგენლობა:

მომზადება:

თასში ჩაასხით თბილი რძე და საფუარი დაუმატეთ. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, მარილი და მოზილეთ ნაზი ცომი.  თასს ტილო გადააფარეთ და ცომი ასაფუებლად თბილ ადგილას დადგით. როდესაც ცომი აფუვდება,ხელები ზეთით ოდნავ დაისველეთ და ჩაზილეთ. ასე ცომი ჟანგბადით მდიდრდება და უფრო ფაფუკი ხდება. აფუებული ცომი დაახლოებით 300 გრამიან გუნდებად დაყავით. თითოეული გუნდა ცომის საგლინველათი გააბრტყელეთ.  გვერდებზე მცირე რაოდენობით ყველი მოათავსეთ. ცომი ორივე მხრიდან შუაგულისკენ გადმოახვიეთ. ბოლოები კარგად შეუკარით. გულში მოათავსეთ ყველი, გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე და ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ.

აჭარული ხაჭაპური

4 (80%) 17 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

აჯაფსანდალი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. სოფო says:

    კვერცხი რადროს უნდა უქნათ .ან 4ც კვერცხი რისთვის უნდა?

დატოვეთ კომენტარი