Kulinaria

ჩვენი ვებ-გვერდის მთავარი თემა რათქმაუნდა არის კულინარია (Kulinaria) . სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მცირედი ისტორიული ექსკურსი თუ როგორ განვითარდა კულინარია, რა ეტაპები გაიარა და ასე შემდეგ.

ბოლო პერიოდის კულინარიული კერა ჩრდილოეთ ამერიკა გახლავთ. აქ  კულინარიის განვითარებასა და ზრდაში საფრანგეთმა დიდი წვლილი შეიტანა. ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ განაპირობა კულინარული მემკვიდრეობის მიღება საფრანგეთიდან: პირველი ეს იყო საფრანგეთის რევოლუცია 1793 წელს, როდესაც ბევრმა საუკეთესო მზარეულმა დაკარგა სამუშაო. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მათი უმრავლესობა ჩამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში და “ჩამოიტანა” კულინარული ტალანტი. მეორე მიზეზი იყო ტომას ჯეფერსონი, რომელიც იყო ჩრდილოეთ ამერიკის დესპანი საფრანგეთში 5 წლით.როდესაც ჯეფერსონი პრეზიდენტი გახდა, მან საფრანგეთიდან ფრანგი მზარეული ჩამოიყვანა თეთრ სახლში. ამ მოვლენამ განაპირობა დაინტერესება ფრანგული სამზარეულოსადმი. მან მოხიბლა ტავერნების მფლობელები და მისცა მათ სტიმული შეეთავაზებინათ უფრო მეტად ხარისხიანი და საინეტერესო საკვები თავიანი კლიენტებისათვის.
Mari-Antoine Careme(1784-1833) არის მიჩნეული კლასიკური სამზარეულოს აღმომჩენად. მას შემდეგ რაც მან შეისწავლა მზარეულობის ყველა ასპექტი, თავისი კარიერა მიუძღვნა კულინარული ტექნოლოგიების დახვეწასა და ორგანიზებას. Mari-Antoine Careme –ს გამოცემული წიგნები შეიცავს კულინარიის პრინციპებს, რეცეპტებს და მენიუს შექმნის პროცესს.
კლასიკური ფრანგული სამზარეულო იყო პოპულარული 1960-იან, 1970-იან წლებამდე, სანამ Nouvelle Cuiseine  გახდებოდა პოპულარული. Nouvelle Cuiseine შედგებოდა უფრო მსუბუქი საკვებისაგან, ვიდრე ფრანგული სამზარეულო . Nouvelle Cuiseine იყენებდა ნატურალურ ინგრედიენტებს (ბოსტნეული, ბალახეულობა და ა.შ) .
ბევრმა საუცხოო მზარეულმა მოახდინა გავლენა ამერიკის კულინარიაზე. მათ შორისაა: ჟულია ჩაილდსი, რომელიც ტელეშოუებით ამხნევებდა მაყურებელს შეექმნათ თავიანთი ფანტაზიით სხვადასხვა კერძები; ასევე მარტა სტევარტი; ბობი ფლეი, რომელმაც ხელი შეუწყო კულინარიის ქსელის განვითარებას ტელევიზიით.
კულინარიულმა სკოლებმა შექმნა ახალი თაობის შეფ-მზარეულები, რომლებმაც განავითარეს კულინარიული ხელოვნება და დანერგეს სიახლეები.

Kulinaria

3.6 (72.22%) 18 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მაკარონის სალათი