ეკლერი

კლასიკური ფრანგული ეკლერის უგემრიელესი რეცეპტი. მისი მომზადება აუცილებლად უნდა სცადოთ!

ინგრედიენტები: 

 ცომი:

კრემი:

მომზადების წესი :

ცომი:

1 ჭიქა წყალი , 0.5 ჩ.კ მარილი და 100 გრ კარაქი / მარგარინი გაადნეთ მაღალ ცეცხლზე, სანამ ცხიმი არ გადნება. შემდეგ დავუკლოთ ცეცხლს და დავუმატოთ 1 ჭიქა ფქვილი ( მოვურიოთ ხის კოვზით მასა, სანამ არ შეიკვრება ). მოვაშოროთ მასა ცეცხლს,ამასობაში 5 კვერცხი (სათითაოდ) გავთქვიფოთ მიქსერით, ცომის შესქელების შემდეგ (ისე, რომ ფორმა შეინარჩუნოს) უკვე ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი პარკი და თავი ოდნავ წააჭერით. ) . ტაფაზე გადმოგვაქვს ეკლერის ცომი (ვაწყობთ სათითაოდ , ერთმანეთისგან 2სმ დაშორებით), 35 წუთის განმავლობაში შევდგათ ტაფა ღუმელში მაღალ ცეცხლზე, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს, 10 წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ტაფა (აცადეთ ცოტა შეგრილდეს.. 15-20 წუთი, რომ ცომი არ ჩაიფუშოს ).

 კრემი:

1 ჭიქა შაქარი , 0.5 ჭიქა ფქვილი, 0.5 ლ ადუღებული რძე (შეგიძლიათ რძის მაგივრად იხმაროთ წყალი), ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში. მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასის. ამისშემდეგ დავდგათ კრემი გასაციებლად (მაგ: ცივი წყლით სავსე ჯამში),
60-70 გრ დარბილებული კარაქი ჩავთქვიფოთ კრემის მასაში და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.

მოსართავად (სურვილისამებრ):

ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი რძესთან/წყალთან ერთად და მოასხით ეკლერს ზევიდან.

ეკლერი
2.86 (57.14%) 14 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნაღების კრემი



ამ რეცეპტს აქვს 4 კომენტარი

  1. სახელი*nini says:

    dzalian gemrieli gamovida

  2. ანა says:

    ამიტ რამდენი ცალი გამოდის დაახლოვებიტ?

  3. ანა says:

    სჰევუდგები ეხლა მზადბას და დავწერ როგორი გამომივა :

დატოვეთ კომენტარი