ხაჭოს და შოკოლადის ნამცხვარი

შემადგენლობა:

მომზადება:

ფქვილი გაცერით ჯამში  და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ, 1 ჩ.კ შაქართან ერთად გახსენით 4ს.კ ნელთბილ რძეში და ჩაასხით ღრმულში. მოურიეთ, რომ ფქვილი შეერიოს, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წთ.დაუმატეთ კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი, 2 მწიკვი  მარილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით 45 წთ.პუდინგის ფხვნილის ნახევარი წამოადუღეთ რძესთან და შაქართან ერთად. მაშინვე გააცივეთ. ლიმონის კანი გახეხეთ და გამოწურეთ 3 ს.კ წვენი.კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა  შეინახეთ. კვერცხის გული, შაქარი და შაქრიანი ვანილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასისი მიღებამდე. დაუმატეთ ხაჭო, ლიმონის ცედრა და წვენი, ქიშმიში, ნუში, მოხარშული პუდინგი და დარჩენილი პუდინგის ფხვნილი და კარგად აურიეთ. ცილა 2 მწიკვ მარილთან ერთად გამაგრებამდე და შეურიეთ ხაჭოიან მასას. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.საცხობ ფირფიტას წაუსვით ცხიმი. საფუვრიანი ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ და საცხობ ფირფიტაზე გააბრტყელეთ .ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოიანი მასა, აცხვეთ 50 წთ.  გადმოიღეთ და გააგრილეთ.შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და წაუსვით მზა ნამცხვარს.

ხაჭოს და შოკოლადის ნამცხვარი

1 (20%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სნიკერსის ნამცხვარი