შემწვარი ვაშლი

შემადგენლობა:

მომზადება:

ქიშმიში დავალბოთ ლიქიორში 10 წთ, ავურიოთ შაქარი. ვაშლი გავფცქვნათ და გული ამოვუღოთ.

გულში მოვათავსოთ ლიქიორში დამბალი შაქრიანი ქიშმიში.

ვაშლები ამოვავლოთ ჯერ დამდნარ კარაქში, შემდეგ კი საფანელისა და შაქრის ნარევში.

თუნუქის ფურცელს წავუსვათ ცოტა კარაქი, ზედ დავაწყოთ ვაშლები და შევდგათ 200 გრადუსზე

გახურებულ ღუმელში 15 წთ.

მზა დესერტი მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებით და ისე მივიტანოთ სუფრაზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნუთელას სუფლე