ღორის კანჭი

ღორის კანჭს სხვადასხვა ქვეყანაში გასნხვავებულად ამზადებენ. გთავაზობთ მარტივ და გემრიელ

ვარიანტს. 

შემადგენლობა:

მომზადება:

კანჭები გარეცხეთ და შეაშრეთ. კანი მჭრელი დანით რომბისებურად დასერეთ.

მარილი, პილპილი და დაკეპილი ნიორი ერთმანეთში აურიეთ და კანჭებს ყველა მხრიდან შეაზილეთ და

ცეცხლგამძლე ფორმაზე დადეთ. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.

კანჭები დაახლოებით 2.5 საათით შედგით ღუმელში. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე გადააბრუნეთ

და თავისივე წვენი და ლუდი მოასხით. ღუმელში შედებიდან დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ კარტოფილი

გარეცხეთ, შუაზე ან ოთხად გაჭერით, მარილი და პილპილი მოაყარეთ, კანჭებს შორის გაანაწილეთ და

კიდევ დაახლოებით ერთი საათი დატოვეთ ღუმელში. ლუდის მთელი რაოდენობა კარტოფილის დამატებამდე

გამოიყენეთ. კარტოფილი ერთხელ გადააბრუნეთ.

მზა კანჭები და კარტოფილი ფორმიდან ამიღეთ,ფორმაში ჩაგუბებული წვენი საცერში გაატარეთ და

ხორცს და კარტოფილს მოასხით.

ღორის კანჭი

3.4 (68%) 5 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი