ღვეზელი ვაშლით

შემადგენლობა:

მომზადება:

სამი კვერცხი მთლიანად გავთქვფიოთ ჭიქანახევარ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამტოთ 200 გრ დარბილებული კარაქი, ორი ქილა არაჟანი, სოდა, ძმარი, დავაყაროთ იმდენი ფქვილი , რომ ცომი ფაფუკი გამოვიდეს. ცომი გავყოთ ორ არათანაბარ ნაწილად.

ვაშლის პიურე მოვამზადოთ მხოლოდ როცა გაცივდება, შიგ ჩავაფხიკოთ ლიმონის კანი.

შუაზე გაყოფილი ცომიდან დიდი გუნდა თუნუქის ფიცარზე გავაბრტყელოთ, ზემოდან თანაბრად წავუსვათ ვაშლის პიურე. მეორე გუნდა კარგად გავაბრტყელოთ, რომ პირველ ცომს მთლიანად დაეფაროს. ცომს ფქვილში ამოვლებული სველი დანით გვერდები ისე შემოვუკეცოთ, რომ გამოცხობის დროს ვაშლის პიურე გარეთ არ გამოვიდეს. ერთი კვერცხის გულს დავამატოთ ცოტა მაწონი, ან რძე, ან წყალი და ცომს ზემოდან წავუსვათ, შემდეგ შევდგათ გაზქურის ღუმელში გამოსაცხობად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბროკოლის ტარტი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი