ქადა

 

შემადგენლობა:

ცომი:

გული:

1 კვერცხის გული+1 ს.კ მაწონი-ზემოდან წასასმელად

 

მომზადება:

კარაქი სახეხზე გავხეხოთ, დავაყაროთ ფქვილი და ხელით ავურიოთ, სანამ ფხვიერ მასას მივიღებთ.

გულში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ ერთად არეული მაწონი,სოდა და ძმარი.

მოვაყაროთ მარილი, დავახალოთ კვერცხები და სწრაფად მოვზილოთ ცომი.

ცომი სამ ნაწილად დავყოთ, გავაბრტყელოთ თხლად, რამდენჯერმე გადავკეცოთ კონვერტივით და

გავაბრტყელოთ, შემდეგ გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით მაცივარში მოვათავსოთ.

ამასობაში მოვამზადოთ გული: ტაფაზე გავადნოთ კარაქი, ავურიოთ შაქარი, სოდა, ვანილი და მარილი.

დავუმატოთ ფქვილი და ვურიოთ. უნდა მივიღოთ ფხვიერი მასა. თუ საჭირო გახდა, ფქვილი კიდევ

დავუმატოთ, სანამ საჭირო კონსისტენციას მივიღებთ.

ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, თითოეული გუნდა ძალიან თხლად გავაბრტყელოთ, ზედ გადავანაწილოთ

გულსართი და რულეტივით გადავახვიოთ.

დავჭრათ ფიგურული დანით და ზემოდან მაწვნისა და კვერცხის გულის ნარევი წავუსვათ.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-24 წუთის განმავლობაში, სანამ დაიბრაწება.

ქადა

3.7 (73.33%) 3 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. tiko sajaia says:

    movamzade da zalian momewona

დატოვეთ კომენტარი