” ტრუბოჩკები” შოკოლადის კრემით

შემადგენლობა:

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 15–20წთ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. მომზადებული სამივე ცომი გავაბრტყელოთ კვადრატისებურად, თითოეული კვადრატი დავჭრათ სიგრძეზე ხაზებად, სიგანით  2სმ. შემდეგ ცოტა გავაბრტყელოთ თითოეული ხაზი 3სმ–მდე, მივაპკუროთ ცოტა წყალი და თითოეულ ხაზი დავახვიოთ სპეციალურ კონუსის ფორმაზე (ცომის დახვევას ვიწყებთ ფორმის ძირიდან, ცომი ფორმაზე მჭიდროდ უნდა დავახვიოთ, რათა შემდეგ კრემი არ გამოვიდეს) მომზადებული ტრუბოჩკები დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე შეხვეული ძირით ქვევით და ვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში, გამოცხობის შემდეგ ტრუბოჩკები გავაცივოთ 5 წუთი და შემდეგ ნელ–ნელა ბრუნვით გამოვაცალოთ ფორმა. თითოეული ტრუბოჩკას წავუსვათ შოკოლადის კრემი.

” ტრუბოჩკები” შოკოლადის კრემით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის და კაკაოს ნაყინი