ტოლმა ვაზის ფოთოლში

შემადგენლობა:

მომზადება:

ხორცი, ხახვი და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ ბრინჯი, წიწიკა,მარილი, ½ ჭიქა წყალი და თუ ხორცი არ არის ცხიმიანი, დაამატეთ კარაქი. კარგად აურიეთ.

ვაზის ფოთლებს მოაჭერით ყუნწი და გათუთქეთ. ვაზის ფოთოლში შეახვიეთ ხორცის ნაზავი, მჭიდროდ ჩაალაგეთ ქვაბში, მოაყარეთ ცოტა  მარილი, დააფარეთ თეფში, დაადეთ მძიმე საგანი,დაასხით წყალი, დაფარეთ ქვაბს ხუფი და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. ტოლმა რაც შეიძლება პატარა ზომის უნდა იყოს. ამიტომ თუ ფოთლები დიდი ზომისაა,გაყავით შუაზე. სუფრაზე მისატანად დაალაგეთ თეფშზე პირამიდისებურად. ფიალით მიიტანეთ მაწონი. ძროხის ხორცს თუ შეურევთ ღორის, ან ცხვრის ხორცს, ბრინჯის დამატება აღარ არის საჭირო,ტოლმა ისედაც რბილი გამოვა.

ტოლმა ვაზის ფოთოლში

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ირმის ბარკალი ნუშით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი