სპაგეტი პამიდვრით

სპაგეტი პამიდვრით

უგემრიელესი სპაგეტი თქვენი მაგიდის წევრებისთვის!

ინგრედიენტები:

ხახვი – 1 თავი

ნიორი – 2 კბილი

ზეთი – 1 ს.კ.

პამიდორი – 2 ც.

სპაგეტი – 200 გ.

კარაქი – 2 ს.კ.

დაჭრილი რეჰანი – 2 ს.კ.

მარილი გემოვნებით

მწვანილი გასაფორმებლად

მომზადების წესი :

ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში 2 წთ. შეურიეთ ნახევარმთვარისებურად დაჭრილი პამიდორი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 7 წთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ. სპაგეტი მოხარშეთ საჭირო რაოდენობის მარილწყალში, წყალი გადაუწურეთ, შეურიეთ კარაქი, მოაყარეთ მარილი და რეჰანი. სპაგეტი გადმოიღეთ ლანგარზე, ზემოდან მოაწყვეთ ხახვთან და ნიორთან ერთად მოშუშული პამიდორი და გააფორმეთ მწვანილით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კატლეტი წიწიბურით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი