სოუზი ღორის ხორცით

შემადგენლობა:

მომზადება:

ღორის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, რომ დაფაროს და დავდგათ ცეცხლზე. პარალელურად დავჭრათ ხახვი, წვრილად ავკეპოთ ქინძი და ნიორი. მსხვილად დავჭრათ კარტოფილი.

როცა ხორცს წყალი დააშრება და დარბილდება, დავაყაროთ ხახვი და ერთად მოვშუშოთ. მოშუშულ ინგრედიენტებს კვლავ დავასხათ წყალი. როცა წამოდუღდება, დავუმატოთ მარილი, დაფნის ფოთოლი და კარტოფილი. კარტოფილი რომ მოიხარშება, შევურიოთ ტომატპასტა, წითელი წიწაკა, და შავი პილპილი. სოუზს ბოლოს დავაყაოთ წვრილად  დაჭრილი ქინძი და ნიორი.

სოუზი ღორის ხორცით

5 (100%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბადრიჯანი ნივრით