ნამცხვარი ”სნიკერსი”

ნამცხვარი სნიკერსი ძალიან პოპულარულია, გთავაზობთ მისი მომზადების რეცეპტს..! უგემრიელესია!

შემადგენლობა:

ცომისთვის :

კრემისთვის:
  • 200 გრ კარაქი 200გრ
  • 1 ქილა მოხარშული ზგუშონი
  • 100-200გრ მიწის თხილი ან ნიგოზი

მომზადება:

ცომის:

6კვერცხის გული ავთქვიფოთ 1,5ჭ შაქართან ერთად. დავამატოთ 250გრ დარბილებული მარგარინი, 1ს/კ მაიონეზი, 1ჩ/კ სოდა+ლიმნის წვენი, ვანილი, 3ჭიქა ფქვილი, მოვზილოთ ფუმფულა ცომი, გავყოთ სამ დაწილად და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათით. ამ დროს მოვამზადოთ ცილოვანი მასა: 6კვერცხის ცილა, შაქარი 1ჭ , 6კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მაგარ ღრუბლის კონსისტენციამდე, თან სულ ვამატოთ 2ს/კ შაქარი . ავიღოთ ცომის 1ნაწილი, ხელებით გავაბრტყელოთ ჟარონაზე წავუსვათ ცილის 1/3, ამოვუსვათ კოვზი ისე რომ მივიღოთ ტალღოვანი ზედაპირი.გამოვაცხოთ 160გრადუსზე. ასევე მოვიქცეთ დანარჩენ ცომთან. უნდა გამოვიდეს სამი ბისკვიტი. ეს უკვე გამომცხვარი ბისკვიტი.

კრემი:

200გრ კარაქი ავთქვიფოთ ერთ ქილა მოხარშულ ზგუშონთან ერთად. კრემის ერთი ნაწილი წავუსვათ პირველ ბისკვიტს, მოვაყაროთ 1ს/კ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი ან მიწის თხილი. ასევე მოვიქცეთ მეორე ბისკვიტის შემთხვევაში. მესამე ბისკვიტს მოვასხათ გლაზური ქაოტურად და მოვაყაროთ თხილი ან ნიგოზი. სასურველია ტორტი ერთი ღამით გააჩეროთ მაცივარში.

ნამცხვარი ”სნიკერსი”

4.5 (90%) 10 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ალუბლის ღვეზელი





ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. სახელი*nino says:

    glazuri ra aris ver gavige

დატოვეთ კომენტარი