ნამცხვარი ”მედოკი”

მომზადება:

ათქვიფეთ 2 ც კვერცხი 1 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დაუმატეთ 2 ს.კ თაფლი, 2 ჩ.კ სოდა ძმრით,

100 გრ შერბილებული კარაქი ან მარგარინი. აურიეთ კარგად და მოხარშეთ ორთქლით. ხშირად აურიეთ.

ადუღეთ სანამ არ მიიღებს კაკაოს ფერს. ჩამოდგით და შეაზილეთ 3 ჭიქა პური ფქვილი.

გაყავით სამ ნაწილად. გააბრტყლეთ და სათითაოდ გამოაცხვეთ  ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე.

გამოღებისთანავე ჩამოაჭერით ნაპირები. ყოველ ფირფიტას თავსა და გვერდებზე წაუსვით კრემი.

დადეთ ერთმანეთზე, მოაყარეთ ჩამონაჭრების ფხვნილი.

კრემი: 

ათქვიფეთ მიქსერით 250 გრ შერბილებული კარაქი, დაუმატეთ 1 ქილა შედედებული რძე, ლიმონის

ან ფორთოხლის კანის ქერქი, კარგად ამოიყვანეთ მიქსერით.

ნამცხვარი ”მედოკი”

4.3 (86.05%) 76 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ხაჭოს კრემი ბანანით





ამ რეცეპტს აქვს 6 კომენტარი

  1. მარია says:

    გავაკეთე და დზალიან კარგია,

  2. სახელი*დარინა says:

    ძალიან გემრიელი გამომივიდა

  3. სახელი*mariami says:

    ramdeni xani unda iyos ortklze

  4. სახელი*ele says:

    Eg yvelaperi gasagebia magram kremshi shaqars ar uketebt?

  5. სახელი*mzikuna says:

    moxarshuli kremi rogor gavaketo?

დატოვეთ კომენტარი