მოშუშული ლობიო

მოშუშული ლობიო

ლობიოს უგემრიელესი რეცეპტი ჩვენგან!

ინგრედიენტები:

ხახვი – 1 თავი

ნიორი – 1 კბილი

სტაფილო – 2 ც.

ოხრახუშის ძირები – 30 გ.

ზეთი – 2 ს.კ.

წითელი ლობიო – 200 გ.

ხორცის ბულიონი – 2 ჩ.ჭ.

კეტჩუპი – 3 ს.კ.

პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, სტაფილო და ოხრახუშის ძირები – გრძელ, თხელ ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთში. ლობიო წინასწარ დაალბეთ 0.5 ლიტრ ცივ წყალში 5 სთ. წყალი გადაწურეთ და დაასხით ცხელი ბულიონი. ლობიო ხარშეთ 30 წუთი. შეურიეთ მოშუშული ბოსტნეული, კეტჩუპი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 20 წთ. ხარშვის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოაყარეთ პილპილი და მარილი. სუფრასთან მიტანის წინ გააფორმეთ მწვანილით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კიტრი მაიონეზით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი