ლულაქაბაბი

მოამზადეთ გემრიელი ქაბაბი ჩვენი რეცეპტით.!

შემადგენლობა:

მომზადება:

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით,გათქვეფილი კვერცხით და ხელით  კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად,დავამრგვალოთ,წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება,ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ საჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ,დავაწყოთ თეფშზე,მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური,ან ეს უკანასკნელი ცალკე მივიტანოთ.

შეაფასეთ გვერდი