ლიმონის მურაბა

მოამზადეთ  ლიმონის მურაბა ჩვენი რეცეპტით ! 

მომზადება:
აიღეთ ახალი მაგარი თხელ-ქერქიან ლიმონები, თავი და ყუნწი ცოტა მოჭერით, ჩააწყვეთ რამე ჭურჭელში, დაასხით ცივი წყალი. რვა დღეს ყოველ დღე წყალი უცვალეთ, მეცხრე დღეს ჩააწყვეთ ქვაბში, იმდენი წყალი დაასხით, რაც დაფარავს. მანამ ხარშეთ, სანამ ჩხირი რომ გაეყაროს ქერქში გავიდეს. შემდეგ ამოიღეთ , მჭრელი დანით ოთხად – ხუთად მრგვლად დაჭერით. თესლები გამოაცალეთ და აწონეთ. რამდენი ლიმონიც აიწონოს იმდენი ერთ-ნახევარი შაქარიც აუწონეთ. ჩაყარეთ ქვაბში შაქარი და ზემოდან ლიმონი დააყარეთ. დაასხით ნადუღი წყალი, ადუღეთ, გააცივეთ და დაჭრილ ლიმონს დაასხით, ახლა მეორე დღეს გადაწურეთ, სიროპი აადუღეთ, გააცივეთ და დასხით ლიმონს, მესამე დღეს ლიმონი ქილაში ჩააწყვეთ, სიროპი კი აადუღეთ, ქაფი მოხადეთ. როცა გასქელდეს და გაცივდეს, დაასხით ლიმონს და შეინახეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

მკვახე პომიდვრის მურაბა