კრემიანი მილაკები

შემადგენლობა:

ცომი:

 

კრემი:

მომზადება:

ცომი:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 15–20წთ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. მომზადებული სამივე ცომი გავაბრტყელოთ კვადრატისებურად, თითოეული კვადრატი დავჭრათ სიგრძეზე ხაზებად, სიგანით  2სმ. შემდეგ ცოტა გავაბრტყელოთ თითოეული ხაზი 3სმ–მდე, მივაპკუროთ ცოტა წყალი და თითოეულ ხაზი დავახვიოთ სპეციალურ კონუსის ფორმაზე (ცომის დახვევას ვიწყებთ ფორმის ძირიდან, ცომი ფორმაზე მჭიდროდ უნდა დავახვიოთ, რათა შემდეგ კრემი არ გამოვიდეს) მომზადებული ტრუბოჩკები დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე შეხვეული ძირით ქვევით და ვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში, გამოცხობის შემდეგ ტრუბოჩკები გავაცივოთ 5 წუთი და შემდეგ ნელ–ნელა ბრუნვით გამოვაცალოთ ფორმა.

 

კრემი:

კვერცხის გულისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას ვურევთ განუწყვეტლივ და ხის კოვზით.  შემდეგ გადმოვდგათ, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ გავთქვიფოთ.

 

ტრუბოჩკის დაკრემვა:

2 ცალი ტრუბოჩკა დავფხვნათ, ხოლო დანარჩენი ტრუბოჩკები ამოვავსოთ მომზადებული კრემით, შემდეგ თითოეულ ტრუბოჩკას კრემზე მოვაყაროთ წინასწარ დაფხვნილი ტრუბოჩკის ნაფხვენები და ბოლოს ტრუბოჩკებს ირგვლივ და ზევით მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კრემიანი მილაკები

4.5 (90%) 10 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 6 კომენტარი

  1. სახელი*ნატია says:

    დზან მაგარია

  2. ანა says:

    ყველაფერი კარგია მაგრამ, რამდენ გდადუსზე ვაცხობთ ხომ შეიძლება მიუთითოთ?

  3. სახელი ანა says:

    როდესაც საყინულედან გამოვიღებთ ყოველ გადაზელვაზე უნდა წავუსვათ მარგარინი?

  4. *ანა says:

    450 გრამი მარგარინი რათ უნდა აბა ვერ გავიგე

დატოვეთ კომენტარი