კვერცხი შოტლანდიურად

მასალა:

მომზადება:

ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძია. სამწუხაროდ დიეტურს მას ვერ დაარქმევ, მაგრამ შეიძლება მასში ცხიმის შემცირება და რეცეპტის შემსუბუქბეა, თუ ამ კერძს ბევრ ცხიმში კი არ მოვამზადებთ არამედ ორთქლზე. მთავარია კვერცხები არ გადავხარშოთ, რომ გულმა არ დაიწყოს გალურჯება.  აუცილებელია კიდევ კარგადსევაწებოთ ფარში რომ ის არ გადაიბნეს მომზადების დროს. მოხარშეთ 6 კევრცხი ადუღებიდან არა უმეტეს 4-5 წუთისა. ხორცი გაათავისუფლეთ ცხიმისგან და გაატარეთ ხორცსაკეპ მანწანაში ორჯერ რომ წვრილი ფარში გამოვიდეს. დაუმატეთ ფარშს უმი 1 კვერცხი და კარგად აურიეთ. ამ ფარშ დაუმატეთ მარილი ბაზილიკი ან პიტნა, წიწაკა გემოვნებით და აურიეთ. გაყავით ფარში 6 ტოლ ნაწილად. თვითოეული ნაწილისაგან გააკეთეთ ოვალური ფორმები 1 სანტიმეტრი სისქისა. შემდეგ ეკვერცხს შემოახვიეთ მაგრად და შეაწებეთ ისე რომ კვერცხი დაიფაროს. განსაკუთრებული ყურადღება შეერთების ადგილებს მიაქციეთ. რომ შეაწებებთ მაგიდაზე ხელით ნაზად გადაბრუნ-გადმოაბრუნეთ, რომ კარგად შეერთდეს და გათანასწორდეს ყველა მხარე.. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი და გავაცხელოთ კარგად საშუალო ცეცხლზე. ცაუშით კვერცხი შიგ და შებრაწეთ ყავისფერის მიღებამდე, თან ხშირად გადავაბრუნოთ. მზა კვერცხები გდავიტანოთ სუფთა სალფეტკებზე რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ როგორც ცხლად ისევე ცივად, უმჯობესია ბოსტნეულთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სენდვიჩი კვერცხით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი