კამბალა წითელი ღვინით

მასალა:

მომზადება:

მოვამზადოთ  თევზი და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავალაგოთ ქვაბში, დავამატოთ ოხრახუში, თავი ხახვი, დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ 1 ჭიქა წითელ ღვინოში გარეული 1 ჭიქა წყალი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ 20-25 წუთი თევზის მზადყოფნამდე. მოხარშული თევზი გადავიტანოთ ღრმა სინზე, ნახარში ბულიონი გავწუროთ,ჩავასხათ ცალკე ქვაბში და ვადუღოთ 10-15 წუთი, შემდეგ დავამატოთ ნიორთან ერთად დანაყილი ნიგოზი, ვადუღოთ კიდევ ერთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოხარშულ თევზს მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კალმახი პიურეთი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი