თურქული გუფთები

შემადგენლობა:

მომზადება:

გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი, 1-2 წუთით გადამდუღრეთ და ამოწურეთ. გაფცქვენით და

დანაყეთ ნიორი. ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს ნიორი, ხახვი, ხორცის ფარში და კვერცხი დარიჩინთან,

ზაფრანასთან და კვლიავთან ერთად. ნაზავს დაამატეთ მარილი, პილპილი,  წიწაკა და კარგად

აურიეთ. დაისველეთ ხელები და გააკეთეთ დაახლოებით 20 ბურთულა.

გაადნეთ 1-2 ნაჭერი კარაქი და შეწვით ხორცის ბურთულები.

გაარჩიეთ ისპანახი, გარეცხეთ და გაწურეთ. გაადნეთ 1-2 ნაჭერი კარაქი, დაამატეთ ისპანახს, დაახურეთ

თავსახური და შუშეთ დაახლოებით 10 წუთი. წვენი გადაღვარეთ, შეაზავეთ მარილით, პილპილით, მუსკატის

კაკალით.

ისპანახი მოათავსეთ ლანგარზე, ზევიდან დააწყვეთ ხორცის ბურთულები, ერთმანეთში აურიეთ იოგურტი,

მარილი, პილპილი და ზევიდან მოასხით. მოაყარეთ კაიენის წიწაკა.

თურქული გუფთები

5 (100%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კვერცხიანი პური





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. თამუნა says:

    თურქული გუფთა ღორის ხორცის ფარშით? :))))))))))))))))))))))

დატოვეთ კომენტარი