გემრიელი ნამცხვარი ნიგვზით

შემადგენლობა:

მომზადება:

ორი მთლიანი კვერცხისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ორი ს.კ თაფლი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩ.ჭ  ნიგოზი, სოდა -გახსნილი ძმარში, ვანილი, 1.5 ჩ.ჭ ფქვილი და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ.( ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი). ცომი გავყოთ 4ნაწილად ( სამი თანაბარი ზომის, ერთი პატარა გუნდა დასაფხვნელად). კარაქწასმულ ყალიბში გავაბრყეოთ თითოეული ნაწილი და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ერთი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, არაჟანი კაკაო, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩ.ჭ ნიგოზი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, ერთი საათით შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს, დავაწყოთ ერთმანეთზე, პატარა ფირფიტა დავფხვნათ და ზევიდან მოვაყაროთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ‘’ შუ’’