გემრიელი ნამცხვარი თაფლით

შემადგენლობა:

მომზადება:

ფქვილი გაცერით ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ და 1ჩ.კ შაქართან ერთად. გახსენით 200 მლ ნელთბილ რძეში, 3ს.კ შაქარი, ცოტა მარილი, 130 გ კარაქი, ლიმონის ცედრა და კვერცხის ფქვილის კიდეებზე გაანაწილეთ. ჩაასხით ღრმულში საფუვრიანი რძე და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ ცოტა რძე კიდევ დაუამტოთ.ცომს დააფარეთ და დადგით 1სთ. ცალკე ჯამში მოათავსეთ 130 გ შაქარი, 150 გ კარაქი, თაფლი, 4ს.კ რძე და გააცხელეთ. შეურიეთ ნუში და დადგით გრილ ადგილას.გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ზედ გააბრტყელეთ ცომი და დადგით 15 წთ. ნუშიანი მასა გაანაწილეთ ცომზე და აცხვეთ 35 წთ.პუდინგის ფხვნილი გახსენით ცოტაოდენ ცივ რძეში. დარჩენილი რძე აადუღეთ შაქართან და შქრიან ვანილთან ერთად. შეურიეთ პუდინგს ფხვნილი, წამოადუღეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. გაჭერით ნამცხვარი შუაზე და ორივე ფიტფიტა გაჭერით სიგანეზე.დარჩენილი კარაქი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე და თანდათან შეურიეთ პუდინგი. მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვრის  ქვედა ფირფიტებს. ნამცხვრის ზედა ფირფიტები დაჭერით კვადრატებად და კრემიან ფირფიტებს ზემოდან დააწყვეთ. ნამცხვარი 2 სთ მაცივარში  შედგით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ორცხობილა ''ქალის თითები''





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი