გებჟალია

შემადგენლობა:

მომზადება:

მოამზადეთ ინგრედიენტები: ყველი,ნადუღი, არაჟანი,რძე,მარილი, წიწაკა და პიტნა. ყველი თხელ ნაჭრებად დაჭერით,პიტნა დანაყეთ. პიტნას შეურიეთ დაჭრილი წიწაკა, მარილი და დანაყეთ. რძე ქვაბში გააცხელეთ ( არ უნდა ადუღდეს, თორემ ყველი ჩაიხარშება) და შიგ ჩააყარეთ ყველი. ყველი ხის კოვზით ზილეთ, სანამ მასა წელვადი არ გახდება. ყველის წელვადი მასა მოაგუნდავეთ და ქვაბიდან ამოიღეთ. შემდეგ სამზარეულოს სველ დაფაზე გადაიტანეთ. ყველის მასა სწრაფად გააბრტყელეთ, სანამ გაცივდება. გაბრტყელებულ ფენას თხლად წაუსვით დანაყილი პიტნა. რულეტივით გადაახვიეთ და პიტნა ზემოდანაც გადაუსვით. რულეტი პატარა ზომის ნაჭრებად დაჭერით და გადადეთ. ნადუღი ჯამში მოათავსეთ. ნადუღს დაამატეთ არჟანი და ცოტაოდენი ყველის ნახარში. ურიეთ და ნელ-ნელა ყველის ნახარში დაამატეთ, სანამ არაჟნის კონსისტენციას მიღებთ. არეულ მასას დაუამტეთ დარჩენილი პიტნა. ნადუღი ბლენდერში ათქვფიეთ და დაჭრილი გებჟალიას ნაჭრებს მოასხით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბლინი ხორცის შიგთავსით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი