ბრინჯის ბურთულები ქიშმიშით

შემადგენლობა:

მომზდება:

 ქვაბში ჩაასხით 2 ლ რძე, როგორც კი დუღილის დაიწყებს, ცეცხლიდან გადადგით.

ადუღებულ რძეში ჩაყარეთ გრძელი ბრინჯი და 25-30 წუთით გააჩერეთ.

ბრინჯი გადაწურეთ და ადუღებული რძე ცალკე გადაინახეთ გამოყენებამდე.

ცალკე ქვაბით დადგით 3 ლიტრი წყალი. როცა წამოდუღდება, ჩაყარეთ გადაწურული ბრინჯი.

ბრინჯი ნელ ცეცხლზე 15-20 წუთში მოიხარშება.

მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ და მისი ნახარში გადაღვარეთ. ბრინჯი გაოყენებამდე გადადეთ.

ცალკე გადანახულ,ადურებულ რძეს შეურიეთ რძის ფხვნილი, დაუმატეთ 550 გრ შაქარი და დარიჩინის ჩხირები.

ქვაბი დადგით ცეცხლზე და შესქელებამდე ადურეთ. შემდეგ გადადგით ცეცხლიდან, დაუმატეთ  გადანახული ბრინჯი და 50 გ ქიშმიში. ბრინჯი ნელ ცეცხლზე კიდევ 30-40 წუთის განმავლობაში ხარშეთ, შესქელებამდე. ხშირად ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ბოლო 15 წუთის განმავლობაში მუდმივად უნდა ურიოთ.  როცა ბრინჯი კარგად მოიხარშება, ქვაბი ცეცხლიდან გადადგით და შიგადაშიგ ურიეთ, რომ გაცივდეს. თასში გატეხეთ 2 კვერცხი და მსუბუქად ათქვიფეთ. ბრინჯი გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. ხელით დაამრგვალეთ და ბურთულების ფორმა მიეცით.  ბრინჯის თითოეული ბურთულა ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ. ჯამში ჩაყარეთ საფანელი და ბურთულები ამოავლეთ.

ღრმა ტაფაში ან საშუალო ზომის ქვაბში ბლომად მცენარეული ზეთი გააცხელეთ და ბრინჯის ბურთულები დაბრაწეთ. ბურთულები სათითაოდ ამოიღეთ და საშრობ ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. სუფრაზე მიტანის წინ ბრინჯის შემწვარ ბურთულებს წვრილი საცერით მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაფქული დარიჩინი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

რულეტი ჯემით