ბადრიჯნის მურაბა

 შემადგენლობა:

მომზადება:

ბადრიჯნები დავთალოთ და დავჭრათ ოთხად, ისე რომ თითოეულ ნაჭერს ცოტაოდენი ყუნწი დავუტოვოთ. ეს მცირეყუნწიანი ბადრიჯნის ნაწილი ისე გავალოთ, რომ მთელი ბადრიჯნის ფორმა მივცეთ. კაკლებიც მოვაშოროთ. გათლისტანავე თითოული ციმ წყალში ჩავყაროთ. გათლას რომ გავათავებთ, ბადრიჯნები წყლიდან ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცალკე ჭურჭელში. ზედ დავასხათ კირნარევი წყალი. ბადიჯნები კირნარევ წყალში დავტოვოთ ორი საათის განმავლობაში, შედმეგ დიდზანს ვრეცხოთ ცივ წყალში, ისე როგორც ვრეცხავთ ხოლმე სამურაბე წენგოს. სემდეგ გავავლოთ გაცხელებულ თაფლიან წყალში. სიროპი მოვადუღოთ შემდეგი პროპორციით: ყოველ 10 ცალ ბადრიჯანზე 2 ½ კგ შაქარი და 10 ჭიქა წყალი. მურაბა უნდა ვხარშოთ, სანამ შაქრის სიტკბო ბადრიჯნის გულში არ შეაღწევს, ხოლო თვით ბადრიჯანი გამჭირვალე და კრიალა ფერის არ შეიქნება,. ხარშვის დროს მურაბის ჭურჭელში ჩავდოთ მიტკალში გახვეული მიხაკ-დარიჩინი.

 


 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლის ნამცხვარი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი