ხორცის ღვეზელი

შემადგენლობა:

მომზადება:

ამ ‘’პეროგს’’ განსაკუთრებულ გემოს აძლევს ბულიონი, რომელშიც ხორცი იხარშება, ამიტომაც ხორცის ნახარში არ უნდა გადაღვაროთ. თავდაპირველად ცომს ვაკეთებთ: მაწონში გავხსნით სოდასა და ძმარს. ცოტა მარილსა და შაქარსაც დავამატებთ და კარაქს შევურევთ. 3 ჭიქა ფქვილს დავამატებთ და კარგად მოვზელთ. ( ერთი ჭიქა ფქვილი უნდა შევინახოთ). ცომს კარგად გავაბრტყელებთ, ცოტა ფქვილს მოვაყრით და სამჯერ გადავკეცავთ. სპეციალურ ჭურჭელში მოვათავსებთ და ჩაის ტილოს გადავაფარებთ. 15-20 წუთით მაცივარში შევდგამთ. როცა გამოვიღებთ, ისევ  გავაბრტყელებთ, ფქვილს დავაყრით და გადავკეცავთ. ისევ მაცივარში შევდგამთ და როცა გამოვიღებთ, მესამედაც იმავეს გავიმეორებთ. შემდეგ ცომს ორ ნაწილად გავყოფთ. ერთი ნაწილი მეორესთან შედარებით ცოტა დიდი უნდა იყოს. შემდეგ მოხარშულ ხორცს ხორცსაკეპ მანქანაში გავატარებთ. რაც შეეხება იმ ბულიონს, რომელშიც  ხორცი მოიხარშა, არავითარ შემთხვევაში არ გადავასხამთ. ამ ბულიონს ცოტა ხნით ასე გავაჩერებთ, მერე წონს მოვხსნით და წვრილად დაჭრილ ხახვს მასში მოვთუშავთ. ცოტა  ბულიონსაც  დავამატებთ და უფრო კარგად მოითუშება. გატარებულ ხორცს შევაზავებთ მწვანილებითა და ხახვით და 2-3 ს.კ ბულიონს დავამატებთ. გაცხელებულ საცხობ ფორმას კარაქს წავსუვამთ და ფქვილ მოვაყრით. ცომს გავაბრტყელებთ, შეზავებულ ფარშს დავადებთ და დაჭრილ მოხარშულ კვერცხებს ზოლებად დავაწყობთ. მეორე ცომსაც, რომელიც კარგად არის გაბრტყელებული, ზემოდან გადავაფარებთ. ფქვილს მოვაყრით, გვერდებს კარგად შევუკრავთ და ჩანგლით დავჩხვლიტავთ, ზემოდან კი ერთ ცალ ათქვეფილ კვერცხს წავუსვამთ. შევდგამთ ნელ ცეცხლზე და გამოვაცხობთ.

ხორცის ღვეზელი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კომბოსტოს ბლინები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი