ცხელი შოკოლადი

შემადგენლობა:

მომზადება:

ცხელი შოკოლადი, რომელიც ერთნაირად უყვართ როგორც ბავშვებს ასევე დიდებს, ერთ-ერთი საუკეთესო და შეუდარებელი სასმელია ცივ დღეებში. ხოლო სანელებლების დამატებით, ის გადაიქცევა საახალწლო სასმელად, რომელიც განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.
შოკოლადის ფილა რამოდენიმე საათით შევინახოთ საყინულეში და გამოვიღოთ უშუალოდ სასმელის მომზადების წინ. გაყინული შოკოლადი სასმელს განსაკუთრებულ არომატს აძლევს.
რძე დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე (პირველი ბუშტების წარმოქმნამდე) და ჩავყაროთ დამტვრეული შოკოლადის ფილა. ვურიოთ სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება. დავამატოთ ნაღები და ვურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. დავამატოთ შაქარი, დარიჩინი და ვანილი. კარგად ავურიოთ და დავასხათ ჭიქებში.

ცხელი შოკოლადი

4.5 (89.41%) 17 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კენკრის სასმელი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი