შქმერული

შემადგენლობა:

მომზადება:

ქათამს წაუსვით მარილი,  შეწვით ცხიმში და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭერებად. ერთი თავი ნიორი გაფცქვენით და დაჭყლინტეთ. ქათმისნ აჭრები გადაიტანთ კეცზე. ქათმის ნაჭრები მიჯრით დააწყვეთ, რომ კეცი მთლიანას გაივსოს. რძე ჩაასხით ქვაბში და წამოადუღეთ, დაადღეთ 350 მლ-მდე, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მაირლი, ქათმის შეწვისას დარჩენილი ცხიმი. რძე გადმოდგით ცეცხლიდან და კეცზე მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს დაასხით. კეცი შედგით წინასწარ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. 10-15 წუთის შემდეგ, როდესაც წვენი წამოდუღდება და ქათამიც კარგად დაიბრაწება, კერძი გამოიღეთ ღუმლიდან და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.

შქმერული
4.06 (81.29%) 62 votes



       


ამ რეცეპტს აქვს 7 კომენტარი

  1. ხათო* says:

    ე.ი. ქათამი რომ შეიწვება იმავე ტაფაზე ვასხამთ იმ რაოდენობის წყალს რამდენი წვენიც გვინდა რომ გვქონდეს,წამოადუღეთ დაუმატეთ ნაღები დაახლოებით 200 მლ,ნიორი, წითელი წიწაკა და მარილი ეს ყველაფერი გემოვნებით,რომ წამოდუღდება ვასხამთ შემწვარ დაჭრილ ქათამს.უგემრიელესია მიირთვით გემრიელად!!!

  2. სახელი*მზია says:

    ეს რეცეპტი ნამდვილია, რძით კეთდება შქმერული,ხაშს არ გავს არანაირად,ამის მუღამიც სწორედ ესაა, რომ რძით ამზადებენ

  3. ნინიკო says:

    შქმერული კეთდება რძის გარეშე. მას მხოლოდ შემწვარი ქათამი, ნიორი და მარილი სჭირდრება. რძეს იყენებენ ხაშში, რადგან ხაშს ცოცხალი ნიორი ერევა და რძე ანეიტრალებს ნივრის უარყოფით რეაქციას ორგანიზმში. შქმერულში ნიორი იხარშება. ვისაც როგორ უნდა ისე აკეთებს, კი, ბატონო, ისე გააკეთეთ როგორც მოგწონთ, მაგრამ შქმერულს ნუ დაარქმევთ. იყოს ,,შქმერული თბილისურად,,…. 🙂 შქმერული ,,შქმერული,, რძის გარეშე კეთდება

  4. ნათია* says:

    მე რძის მაგივრად მაიონეზს ვასხამ.ძალიან გემრიელი კეთდება

  5. ნანა* says:

    ნინიკოს ვეთანხმები,შქმერული რძის გარეშე კეთდება, მეც ისე ვაკეთებ როგორც ნინიკო აღწერს, დანარჩენი სხვა რამეა,კარგია უბრალოდ სხვა სახელი დავარქვათ.

  6. მანონი says:

    რდზე რა სასჰინელებაა,მე პირადად ვერ ვიტან,ქატამი და რდზეეე.არ მგონია რომ ჰცქმერულს ცჰირდებოდეს და ვერც ხასჰსჰიი ვერ ვიტან

  7. სოფო says:

    შქმერული რაჭული კერძია მოდის სიფელი შქმერიდან კეთდება რძითა და ნივრით პირველად სამკურნალოდ გამოუწერეს კაცს ნივრიანი რძე მაგრამ უარი თქვა თავისმა ცოლმა შემწვარ ქათამს მოასხა ნივრიანი რძე და ოისე მიართვა მეუღლე ასე მომზადდა პირველი შქმერული

დატოვეთ კომენტარი