შქმერული

შემადგენლობა:

მომზადება:

ქათამს წაუსვით მარილი,  შეწვით ცხიმში და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭერებად. ერთი თავი ნიორი გაფცქვენით და დაჭყლინტეთ. ქათმისნ აჭრები გადაიტანთ კეცზე. ქათმის ნაჭრები მიჯრით დააწყვეთ, რომ კეცი მთლიანას გაივსოს. რძე ჩაასხით ქვაბში და წამოადუღეთ, დაადღეთ 350 მლ-მდე, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მაირლი, ქათმის შეწვისას დარჩენილი ცხიმი. რძე გადმოდგით ცეცხლიდან და კეცზე მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს დაასხით. კეცი შედგით წინასწარ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. 10-15 წუთის შემდეგ, როდესაც წვენი წამოდუღდება და ქათამიც კარგად დაიბრაწება, კერძი გამოიღეთ ღუმლიდან და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.

შქმერული
5 (100%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

მწვადი



ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. სახელი*ნინიკო says:

    უდავოდ გემრიელია, მაგრამ ეს არ არის შქმერული!!!!!!! დაარქვით რაც გნებავთ, მოიწონეთ თავი ნახელავით, მაგრამ ნუ უწოდებთ ,,შქმერულს,,! შქმერული რაჭული კერძია და მხოლოდ ქათმის შემწვარი ხორცით, ნივრით და მარილით კეთდება. რძის დამატება დაიწყეს ხაშის პრინციპით, რადგან ნივრის უარყოფით მოქმედებას ორგანიზმზე რძე ანეიტრალებს, მაგრამ არ გაითვალისწინეს რომ შქმერულში ნიორი იხარშება, ხაშში-არა. ნამდვილი შქმერილი რძის,არაჟნის და მსგავსი პროდუქტების დამატებით არ კეთდება. ეს უფრო ,,შქმერულს+,,-ია 🙂

დატოვეთ კომენტარი