შუ

შემადგენლობა:

შიგთავსისთვის:

მომზადება:

ქვაბი აადუღეთ 1/4 ლ წყალი , შაქრიანი ვანილი, 2 მწიკვი მარილი და კარაქი.გაცერით ფქვილი და სახამებელი, ერთმანეთში აურიეთ და წამოდუღებულ მასაში ჩაყარეთ. ურიეთ , სანამ ცომი გუნდად არ შეიკვრება, ქვაბის ფსკერზე კი თხელი თეთრი ფენა არ წარმოიქმნება.გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ. გაგრილებულ ცომს სათითაოდ შეურიეთ კვერცხი. გაააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი.ცომი ჩადეთ სპეციალურ მოსართავ პარკში, გაუკეთეთ დიდი ვარსკვლავირებური პირი და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან 5 სმ-ს დაშორებით დასვით 12-15 ცალი შუ.აცხვეთ 20 -25 წთ. სანამ შუს ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. ცხობის დროს ღუმლის კარი არ გამოაღოთ,თორემ ნამცხვარი არ ამოფუვდება! შუები გადმოღებისთანავე სიგანეზე დაჭერით და გააგრილეთ.ნაღები და შაქრის პუდრა ათქვიფეთ გამაგრებამდე. თუ კენკრა დიდი ზომისააა, ორად გაყავით. შის ქვედა ნაწილი შეავსეთ ნაღებით, დააწყვეთ კენკრა, მსუბუქად დააწექით, შუს ზედა ნაწილი დააფარეთ და შქრის პუდრა მოაყარეთ. უმჯობესია, თუ შუებს მომზადებისთანავე მიიტანთ სუფრასთან.

შუ

3.7 (73.33%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ნუთელას ნამცხვარი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი