შოკოლადის ტორტი

შემადგენლობა:

მომზადება:

რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავუმატოთ 2ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1ჩ.ჭ ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამნეტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად ( დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება,ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი,დავაფაროთ მეორე ნახევარი,ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სპეციალური მოსართავით. გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.

შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 

1 ჩ.ჭ შაქრის პუდრას შევურიოთ 50 გრ კაკაოს ფხვნილი,დავასხათ 0.5 ჩ,ჭ მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ.

300 გრ კარაქი ავზილოთ,გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.

შოკოლადის ტორტი
3.6 (72%) 30 votes



წაიკითხეთ სხვაც

ბლინები ( ვიდეო)



ამ რეცეპტს აქვს 11 კომენტარი

  1. სახელი*ხატია says:

    დზალიან მიყვარს ეს ტორტი:)

  2. მაიკო says:

    რამდენ გრადუსზე ცხვება?..

  3. პელიკა says:

    გემრიელად გამოიყურებაა

  4. მადო says:

    ზალიან გემრიელი იქნება ჩემი აზრითთთთ

  5. სახელი*დალი8 says:

    კი მარა ბისკვიტში კაკაო არ გიწერიათ და პოტოზე კაკაოსფერი ბისკვიტია. კაკაო მხოლოდ კრემში გიწერიათ და ეს “ოვა” ტოოო 🙂 კვერცხით, შაქრით და ფქვილით მუქი ბისკვიტი რომ არ კეთდება მაი კაიხანია ვიცი

  6. სახელი*მარიამი says:

    და დრო რატომ არ წერია?

  7. სახელი*ხატუნა says:

    ზალიან გემრიელი ტორტია გავაკეტე და ზალიან მომეწონა

  8. სახელი*ელენე says:

    დააცერით ბოლოს ფქვილთან ერთად კაკაო და შავი ბისკვიტიც მზადაა.რაც შეეხება გრადუსებს,მისი გამოცხობის გრადუსი 180 ან 170-ია.დრო 40 წუთის შემდეგ შეგიძლიათ გადმოხსნათ კარი და ჩხირით გასინჯოთ,ან ოდნავ ხელი შეახეთ,თუ ხელზე სველივით მოგხვდათ ესეიგი მზად არაა,თუ მშრალია ესეიგი მზადაა.

  9. ნინო says:

    მმმმმმმმმმმმ! მაგარი იქნება

  10. სახელი*თამუნა says:

    ძალიან მომწონს

დატოვეთ კომენტარი