ქაშაყი ბოსტნეულით

ქაშაყი ბოსტნეულით

თევზის მოყვარულთათვის უგემრიელესი სალათის რეცეპტი!

ინგრედიენტები:

დამარილებული ქაშაყის ფილე – 200 გ.

მოხარშული კარტოფილი – 2ც.

მოხარშული სტაფილო – 2ც.

მოხარშული ჭარხალი – 1ც.

უკურკო ზეთისხილი – 30 გ.

ჟელატინი – 20 გ.

მაიონეზი – 6 ს.კ.

პილპილი გემოვნებით

მწვანილი გასაფორმებლად

 

მომზადების წესი:

ქაშაყი დაჭერით წვრილად. მოხარშული ბოსტნეული გახეხეთ მსხვილად. ზეთისხილი დაჭერით რგოლებად. ჟელატინი დაალბეთ 3 ს.კ. თბილ ანადუღარ წყალში, წამოადუღეთ ორთქლზე, გაწურეთ, გააცხელეთ და შეურიეთ მაიონეზს. გახეხილი ბოსტნეული, ზეთისხილი და თევზი ფენებად გაანაწილეთ სასურველ ჭურჭელზე, მოაყარეთ პილპილი, მოასხით ჟელატინიანი მაიონეზი და გააცივეთ 20 წთ. სუფრასთან მიტანის წინ გააფორმეთ მწვანილით.

 

ქაშაყი ბოსტნეულით

4 (80%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სვია სოკოთი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი