ქათმის ხორცი სტაფილოთი

უგემრიელესი კერძის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

მომზადება:

გაფცქვენით სტაფილო,გარეცხეთ და დაჭერით 2 სანტიმეტრიან სქელ კუბებად. ქათმის ხორცი შეაზავეთ

მარილით და პილპილით, მოაყარეთ დაფქული წიწაკა. 25 გრ კარაქში შეწვით ბარკლები. დაჭრილი ხახვი

მოხრაკეთ ხორცთან ერთად. დაუმატეთ სტაფილო, ქონდარი, მარილი და პილპილი. დაასხით საჭირო

რაოდენობის წყალი,რომ დაიფაროს ქათამი და ბოსტნეული. დაახურეთ თავსახური და 25-30 წუთით

ხარშეთ ნელ ცეცხლზე. დროდადრო მოურიეთ.

მოხარშული ხორცი გადმოიღეთ თეფშზე და შეინახეთ თბილად. 2 ჭიქა წყალი დასხით ბოსტნეულს და

წამოადუღეთ. ერთმანეთში აზილეთ დარჩენილი კარაქი და ფქვილი, შეურიეთ ბოსტნეულს, რომ

გასქელდეს. შეაზავეთ მარილით და პილპილით. მზა ბოსტნეული სუფრაზე მიიტანეთ ქათმის ხორცთან

ერთად. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სტაფილოს კატლეტები



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი