ფუნთუშები ჯემით

შემადგენლობა:

მომზადება:

საფუარი გავხსნათ ერთ ჩაის ჭიქა ნელ თბილ რძეში, ერთი ჭიქა ფქვილი ჩააყარეთ, კარგად მოურიეთ, თბილად დადგით გაფუვდეს. როცა გაფუვდება, ოთხი კვერცხის გული გათქვიფეთ ორ ს.კ შაქარში, ერთი ჭიქა ფქვილი კიდევ ჩააყარეთ,  ერთი ჩ.კ წმინდად დანაყილი დარიჩინი, ან ლიმონის ქერქი. ესენი სულ იმ საფუარში აურიეთ, დაზილეთ, დადგით კიდევ თბილად გაფუვდეს. მეორედ როცა გაფუვდება,  ფიცარს ფქვილი მოაყარეთ, ეს ცომი დადეთ და დაასველეთ  ზეთში, მოჭერით პატარა გუნდები, გაათხელეთ მრგვლად, შიგ ჩადეთ ჯემი და დაამრგვალეთ.  ეს გუნდები, დადგით თბილ ადგილას ნახევარ საათს, პატარა ქვაბში ჩაასხით  ზეთი, იმდენი გუნდა ჩააგდეთ, რამდენიც ჩაეტიოს, ნელ ცეცხლზე მოწვით, როცა დაწითლდება ამოიღეთ და მოაყარეთ

შაქრის პუდრა.

ფუნთუშები ჯემით
5 (100%) 1 vote