ფრანგული ტოსტები

დაიწყეთ დილა გემრიელად.! 

შემადგენლობა:

მომზადება:
პატარა ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ რძე, ნიორის ფხვნილი და მარილი. კარგად გათქვიფეთ. ნიორის ფხვნილი ტოსტს აძლევს განსაკუთრებულ არომატს! ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე. მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი. ფრთხილად იყავით, რომ ზეთი ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ ტოსტის პურები შეიწოვს ზეთს დიდი რაოდენობით და ცხიმიანი გამოვა ყიყლიყო. ტოსტის პურის ნაჭრები ამოავლეთ კვერცხის მასაში და დააწყვეთ ტაფაზე. ოდნავ მოუმატეთ ცეცხლს. საშუალოდ, 1 წუთიც არ დაჭირდება ერთი მხარის დაბრაწვას, გადმოაბრუნეთ, დაბრაწეთ მეორე მხარეც და გადმოიღეთ თეფშზე. ფრანგულ ტოსტს ასევე შეგიძლიათ მოასხათ ნეკერჩხლის სიროფი და ისე მიირთვათ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

პიცა ყველით და სოსისით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი