ფელამუში, ანუ თათარა

მომზადება:

ახლადგამოწურული ყურძნის წვენი ჩავასხათ ქვაბში და შევდგათ ცეცხლზე. ვადუღოთ და თან მოვხადოთ ქაფი. კარგა ხანს დუღილის შემდეგ გადმოვდგათ. ცოტათი რომ გაცივდება, ჩავალესოთ პურის ფქვილი, ისევ შევდგათ ცეცხლზე და ხის დიდი კოვზით მოვურიოთ. ვადუღოთ დაახლოებით ნახევაარ საათს, შემდეგ გადმოვდგათ. ასე აკეთებენ თათარას კახეთში. იმერეთსა და გურიაში მას ფელამუშს უწოდებენ. მას სიმინდის ფქვილით შეასქელებენ. ფელამუშისგან აკეთებენ ტკბილ ტყლაპს და ჩურჩხელებს.

 

 

ფელამუში, ანუ თათარა
3.5 (70%) 4 votes



წაიკითხეთ სხვაც

წითელი ბლინები



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი