ფეისბუქი, თვითერი

ფეისბუქი არის სოციალური ქსელი,რომელსაც ფლობს კომპანია Facebook,  მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ მესიჯები, შექმნან და განაახლონ პერსონალური პროფილები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.

ფეისბუქი დაარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან,ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს.

ყველაფერი კი ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალგაზრდა სტუდენტის, ერთი შეხედვით, ძალიან ამბიციური იდეით დაიწყო: მსოფლიოს ყველა სტუდენტი ერთი საერთო ქსელის ნაწილად ექცია. მაშინ საიტს The Facebook ერქვა და მხოლოდ რამდენიმე ამერიკულ უნივერსიტეტში იყო ცნობილი. Facebook-ის განვითარებასა და მარკეტინგულ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა შონ პარკერმა, Napster-ის, მსოფლიოში პირველი მუსიკალური პორტალის, დამაარსებელმა, რომლის რეკომენდაციითაც თავდაპირველად სახელი შეუცვალეს საიტს, ხოლო შემდგომში დაიწყეს მისი პოპულარიზაცია ევროპაში. აღსანიშნავია, რომ პირველად Facebook-ს ცნობილი ბრიტანული უნივერსიტეტების, კემბრიჯისა და ოქსფორდის, სტუდენტები შეუერთდნენ.

ხოლო თვითერი არის ვებ-საიტი,

რომელსაც ფლობს Twitter Inc. იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 140-მდე სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.

მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.

2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას.ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ.თვითერს დღეისათვის ყველა ცნობილი ამერიკელი და არამხოლოდ ამერიკელი ვარსკვლავი იყენებს საკუთარ ფანებთან ურთიერთობის მიზნით.

დღესდღეობით შეიძლება ითქვას,რომ სოციალური ქსელები ცხოვრების წესად იქცა.
21-ე საუკუნე შეიძლება ითქვას, სოციალური მედიის საუკუნეა, როდესაც დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (ბუნებრივია, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ) ამა
თუ იმ ფორმით ჩართულია სოციალურ ქსელში, უკავშირდება მეგობრებს, იღებს და ავრცელებს ინფორმაციას, გამოხატავს და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირტუალური სივრცე ალტერნატიულ სამყაროდაც კი იქცა, სადაც მოვლენები გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება.

მიუხედავად ბაზარზე არსებული მრავალფეროვნებისა, შეიძლება ითქვას, რომ Facebook-ს ფაქტობრივად არ ჰყავს  კონკურენტი. იბადება კითხვა: რამ გამოიწვია ამ საიტის ასეთი პოპულარობა, მაშინ როცა მსოფლიოს ვერცერთმა სხვა სოციალურმა ქსელმა ვერ მოახერხა ასეთი პოპულარობა ?
პასუხი მარტივია, Facebook მუდმივად განვითარებად, ცოცხალ ორგანიზმად იქცა, რომელიც არასოდეს ჩერდება მიღწეულზე და პერიოდულად სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს რაღაც ახალს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძირითადი პროდუქტისა და ინოვაციის იდეალური შერწყმა.

საიტი, რომელიც დღეისათვის 995 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ითვლის, ყოველთვის ასეთი პოპულარული არ ყოფილა. ზრდის მუდმივი ტემპი კი მთლიანად მისი შემქმნელების კრეატიული ბუნების დამსახურებაა. მათ საზოგადოებას შესთავაზეს პროდუქტი, რომელიც დღეს, ისეთივე ცნობადი ბრენდია, როგორიც მაგალითად კოკა-კოლა, ნაიკი ან მერსედესი. შეიძლება ითქვას, რომ ლურჯი ფერი, მრავალი ადამიანისთვის სწორედ ამ საიტთან ასოცირდება.

ფეისბუქი არის საიტი სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ფოტოების,ვიდეოების, პირადი მონაცემების გასაჯაროება.საიტის დახმარებით შესაძლებელია მეგობრებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა.ეს არის საიტი, სადაც ყოველთვის ყველა და ყველაფერია, რაც კონკრეტულ მომენტში გვჭირდება. ძნელად მოიძებნება მსოფლიოში ისეთი კომპანია, მედია-საშუალება ან უბრალოდ ცნობილი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ოფიციალური Facebook გვერდი არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ახალი ამბების გაგება მარტივად შეგვიძლია ტელევიზიისა, გაზეთისა თუ რადიოს გვერდის უბრალო მოწონებით, ანალოგიურად გავიგებთ სიახლეებს ნებისმიერ ჩვენთვის საინტერესო სფეროში, ვნახავთ ფილმების ტრეილერებს, დავგეგმავთ შვებულებას ან უბრალოდ მოვუსმენთ საინტერესო მუსიკას. გაზიარებისა და მოწონების ეს უწყვეტი ჯაჭვი კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს გლობალიზაციის ბუნებასა და შედეგებს.

Facebook არის ყველგან – პირველად ეს შეგრძნება მაშინ დამეუფლა, როცა სრულიად სხვა საიტზე სტატიის კითხვისას წავაწყდი მაშინ ჯერ კიდევ ახალ, დღეისათვის კი ნებისმიერი თავმომწონე საიტისათვის დამახასიათებელ თავისებურებას – ნებისმიერი რამ შეგიძლია გაუზიარო
საკუთარ მეგობრებს. კვლავ ქსელური კავშირების თეორისათან მივდივართ, თუმცა ფაქტი ჯიუტია – თუ ყველა გზა ადრე რომში მიდიოდა, დღევანდელ ინტერნეტ-სივრცის ცენტრი უდავოდ Facebook-ია.

საიტის განუსაზღვრელ პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2010 წელს ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა გადაიღო დრამა “სოციალური ქსელი”, რომელიც მთლიანად საიტის დაფუძნებისა და განვითარების ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ფილმს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდან, რასაც შედეგად 4 ოქროს გლობუსი და ოსკარის 7 ნომინაცია მოყვა.

მიუხედავად იმისა,რომ სოცილური ქსელები საკმაოდ პოპულარულია და ფაქტობრივად მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია მას ასევე აქვს უარყოფითი მხარეც. ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ Facebook-ზე ან twitter-ზე და ვაზიარებთ გრძნობებს, განცდებს, ან სულაც უბრალოდ ინფორმაციას და მოწონებულ მუსიკას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ვირტუალური სამყაროა, სოციალური ქსელები უფრო მეტად გვაზარალებენ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია.

ჩვენს ქვეყანაში სოც.ქსელების ძირითადი მომხმარებლები არიან 12-40 წლის ადამიანები, მაშინ როცა ევროპაში ხანშიშესული ადამიანებიც ამ სერვისის აქტირუი მომხმარებლები არიან. ფსიქოლოგების ყურადღება მაინც მიქცეულია მოზარდთა ჯგუფზე. საქმე ისაა, რომ ასეთ ასაკში ფსიქიკა საკმაოდ არამდგრადია და ხშირად  ვითარდება “ინტერნეტ დამოკიდებულება”. ამ დაავადებას დიდი გავლენა აქვს მოსწალეების აკადემიურ მოსწრებაზე, მსოფლმხედველობაზე, სოციალიზაციაზე და არც ისე იშვიათია სექსუალური აღზნების შემთხვევებიც.ეს უკანასკნელი დაკავშირებულია ადმინისტრატორების მხრიდან +18 ინფორმაციაზე კონტროლის დაბალი დონით. თავად ინტერნეტდამოკიდებულება საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური აშლილობაა, რომელიც ძლენად ექვემდებარება მკურნალობას და არის მოზარდებში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი.

სულ სხვა სახის სიტუაციაა უფროს ადამიანებში (28-45 წელი). ამ ასაკში ადამიანები, რომლებმაც ვერ იპოვეს ცხოვრების თანამგზავრი, დიდი იმედებს ამყარებენ სოც.ქსელებზე. ბევრი მათგანი თვლის, რომ ასეთი ფორმით ურთიერთობის წამოსყება ბევრად უფრო ადვილია. სინამდვილეში კი, აქ უფრო მეტი უარყოფითია, ვიდრე დადებითი. რეალურად სოც.ქსელები აგრესიის სერიოზულ წყაროდაც შეიძლება იქცეს. არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი შემთხვევა. მაგ: 60 წლის ამერიკელმა მარტინ პოტერმა გადაწყვიტა “გასწორებოდა” მისი ქალიშვილის “შემაწუხებლებს”. გოოგნს ღრმა დეპრესია განუვითარდა. მიზეზი კი ის იყო, რომ დაქორწინებლმა წყვილმა ის მეგობრების სიიდან წაშალა (ბილი პეიმონი და ჯინ ჰეივორტი). ქალიშვილის დამშივდების უშედეგო მცდელობის შემდეგ, მამამ გადაწყვიტა მშვიდად დალაპარაკებოდა წყვილს და აეხსნა მათთვის სიიტუაცია, საუბრის პროცესში მოეჩვენა, რომ მისმა არგუმენტებმ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ–მუქარამ, შედეგი არ გამოითო. ამიტომ მან უბრალოდ “დაცხრილა” წყვილი, ცოცხალი მხოლოდ 8 თვის ბავშვი დატოვა. ძნელი დასადგენი არაა, რომ ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ჟურნალ–გაზეთები ამ შემთხვევაში დამნაშავედ Facebook–ს მიიჩნევდნენ.

ზოგიერთი ადამიანი ახალგაზრდებში განათლების დაბალ დონეს სწორედ ამ სოციალურ ქსელს აბრალბს, რადგან ფეისბუქი იმდენად ითრევს ადამიანს,რომ მათ სწავლისთვის დრო აღარ რჩებათ.

სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ თამაშები, მათ შორის ე.წ. “ფერმა”, რომელიც 2010 წელს ფლორიდის შტატში მკვლელობის მიზეზიც გახდა. დედამ საკუთარი 2 თვის ბავში მოკლა, რადგან მისი ტირილი თამაშში უშლიდა ხელს.

ფეისბუქი ადამიანებში კარგად ყოფნის შეგრძნებასა და ცხოვრებით კმაყოფილების განცდას ამცირებს, ამის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევა მოგვითხრობს.

კვლევის მიხედვით, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა, ფეისბუქმა შეიძლება მომხმარებელს ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგი მოუტანოს. სოციალურ ქსელში მილიარდზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, მათგან ნახევარზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელია.

“გარეგნულად, თითქოს, ფეისბუქი ფასდაუდებელ როლს ასრულებს და ადამიანის ძირითად საჭიროებას – საზოგადოებასთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ შედეგად ადამიანთა კეთილდღეობა გაზარდოს, პირიქით, ძირს უთხრის მას”, – ამბობენ მკვლევრები.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებლები ფეისბუქს მაშინ უფრო მეტად იყენებენ, როცა თავს მარტოსულად გრძნობენ. თუმცა, შეიძლება იმ მომენტში სულაც არ იყვნენ მარტო.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებლები ფეისბუქს მაშინ უფრო მეტად იყენებენ, როცა თავს მარტოსულად გრძნობენ. თუმცა, შეიძლება იმ მომენტში სულაც არ იყვნენ მარტო.

უდავოა,რომ სოციალურმა ქსელებმა უკვე ღრმად შემოაღწიეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში,  გაიდგეს ფესვები ჩვენს ფსიქიკაში. მეტიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ხალხი ჯერ კიდევ ვერ აფასებს იმ ზეგავლენის სიდიდეს, რასაც სოციალური ქსელები ახდენენ ჩვენზე

 

ამ გარემოებების შემდეგ აუცილებელია დავფიქრდეთ : რამდენად რაცინალურად ვიყენებთ ინტერნეტს, ხომ არ მიგვიყვანს ეს გარკვეულ დამოკიდებულებამდე და სავალალო შედეგებამდეც კი.
მეცინერების აუბრობენ იმაზეც, რომ სოც.ქსელები უაყოფითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზეც.Facebook-ის მსგავსი საიტების გავლენა ჯანმრთელობაზე იკვლია და სამეცნიერო ჟურნალში “BIOLOGY” გამოაქვეყნა ბილოგმა ერიკ სიგმანმა.მეცნიერის თქმით ადამიანებთან არასაკმარისმა ურთიერთობამ შეიძება ნეგანტიური გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, სამომავლოდ კი ეს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობებისა და დაავადებების განვითარების რისკს აამაღლებს.

მიუხედავად ბევრი უარყოფითი მხარისა, უდნა ავღნიშნო ,რომ ფეისბუქს ნამდვილად აქვს ბევრი დადებითი მხარე. მაგალითად : მისი საშუალებით ადამიანს შეუძლია დაზოგოს დრო და იკონტაქტოს ადამიანებთან ძალიან ხშირად,თან მარტივად.აი,დავუშვათ ადამიანი რომელიც ხშირად ვერ ახერხებს მეგობართან ან ნათესავთან სტუმრობას,მას სოციალური ქსელების საშუალებით შეუძლია დაეკონტაქტოს მონატრებულ ადამიანებს. 2.ეს არის ინტერნეტის სივრცეში არსებული უზღვავი მასალა თუ ინფორმაცია,ახალი ამბები და ზოგადად სიახლეები მსოფლიოში.უამრავი სოციალური ქსელის საშუალებით შეგიძლია გაიგო მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პროცესები და თვალი ადევნო მას. .შეგვიძლია დავასახელოთ მუსიკალური თუ ფოტომოყვარულთა კონკურსები.მაგალითად: Facebook-ზე შექმნილია უამრავი გვერდები,რომელზეც შეგიძლია ატვირთო უამრავი ფოტო,მუსიკა თუ სიმღერა და სოლიდურ პრიზსაც დაეუფლო მისი საშუალებით,რაც გაძლევს შენი თავის წარმოჩენის საშუალებას.

Facebook-ის მიზანია ხალხს საშუალება მისცეს გააზიაროს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მსოფლიო გახადოს უფრო ღია და მისაწვდომი. ხალხი სარგებლობს Facebook-ით იმისათვის, რომ მუდმივი კონტაქტი იქონიოს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, გაიგოს რა ხდება მსოფლიოში და ადვილად შეატყობინოს სხვებს საკუთარი გრძნობები და ემოციები.

ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი საკუთარი მიზეზი ვისარგებლოთ სოციალური მედიით. ზოგიერთი ინტერესდება სხვა ადამიანების განახლებული სტატუსებითა და ფოტოებით, ზოგს კი უფრო მოსწონს მათი ემოციების გამოხატვა. თუმცა, ძირითად მიზეზს წარმოადენს ჩვენი სურვილი დროებით მაინც გადავრთოთ ჩვენი ყურადღება და თავი დავაღწიოთ მოწყენილობას.

 

 

 

რთულია ითქვას, რაში მდგომარეობს Facebook-ის წარმატების საიდუმლო, როგორი იყო ის მარკეტინგული სტრატეგია, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.

რაც შეეხება თვითერს, საქართველოში ფეისბუქის მსგავსად პოპულარული არ არის. ჩვენი ქვეყანა განვითარების პროცესშია და ჯერ ვერ აუწყო ფეხი თანამედროვე მიღწევებს. ჩვენი მედიაკომპანიები სულ ახლახან დაუმეგობრდნენ სოციალურ ქსელებს და ჯერ ბოლომდე მაინც ვერ ჩასწვდნენ მის სარგებელს, გავლენასა და მნიშვნელობას.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მიმაჩნია,რომ სოციალური ქსელები გარდა გართობისა ზოგიერთი ადამიანისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ეს ადამიანები ამ სოციალურ ქსელებზე არიან დამოკიდებულნი. ჩემი აზრით, სოციალური ქსელები გვიმარტივებენ ცხოვრებად და მათი მეშვეობით ჩვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანია. ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, გასაკვირი არ იქნება ,რომ შეიქმნას ისეთი,რამ რაც ფეისბუქს ან თუნდაც თვითეს ჩაანაცვლებს, მაგრამ ამის წარმოდგენაც საკმაოდ რთულია,იქიდან გამომდინარე,რომ ეს სოციალური ქსელები საკმაოდ პოპულარულია და მისით საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სტაფილოს სალათა



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი