ბაქლავა

მომზადება:

ათქვიფეთ 2 ც კვერცხი და 1 ჭიქა შაქრის ფხვნილ. დაუმატეთ 1.5 ჭიქა წყალი თბილი და 250 გრ გამდნარი კარაქი,

შეაზილეთ იმდენი პურის ფქვილი, რომ მიიღოთ საშუალო ცომი.

გაყავით 30 ნაწილად, ცოტა გააბრტყელეთ. თითოეულ ფენას მოაყარეთ პურის ფქვილი, დადეთ ერთმანეთზე, მათ

შორის მოათავსეთ ქაღალდი, ზემოდან დააფარეთ ტილო, დადეთ თბილ ადგილზე 20 წუთი.

ყალიბს მოასხით კარაქი, დადეთ ფორმის ზომაზე გაბრტყელებული 5 ფენა, ყოველ ფენას მოასხით კარაქი,

მეხუთე ფენას მოაყარეთ გული. ასე გაიმეორეთ ყოველი მეხუთე ფენის შემდეგ. ბოლო ხუთ ფენას

არ უნდა გული. სულ საჭიროა 1 კგ კარაქი და 500 გრ ნიგოზი. დაჭერით რომბებად, შედგით ცხელ ღუმელში.

გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე 20-25 წთ.

როცა გამოცხვება ზემოდან მოასხით სიროფი.

გული :  500 გრ გატარებულ ნიგოზს შეურეით 600 გრ შაქრის ფხვნილი.

სიროფი: აადუღეთ 100 გრ წყალი, ჩაყარეთ 150 გრ შაქრის ფხვნილი. ადუღეთ 10-15 წთ.

ბაქლავა

3.3 (66%) 10 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის მუსი კონიაკით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი