ტორტი ” ოდესა”

ტორტი” ოდესა” საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, თან რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელია!

მომზადება:

ამოიყვანეთ გათეთრებამდე  200 გრ კარაქი, 2 ჭიქა შაქართან ერთად, სათითაოდ ჩაახალეთ 6 ც კვერცხი,

ათქვიფეთ კარგად. დაუმატეთ 1 ჭიქა მაწონი, 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი, 1/2 ჭიქა ქიშმიში, 3 ს.კ თაფლი,

1 ჩ.კ სოდა ძმროთ და იმდენი პურის ფქვილი, რომ ჩვეულებრივ ტორტზე სქელი გამოვიდეს.

ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ პერკამენტი ქაღალდი, ჩაასხით მომზადებული მასა, გამოაცხვეთ ღუმელში

საშუალო ცეცხლზე  30 წუთი. როცა გამოცხვება ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.

მინანქარი:

10 ს.კ შაქრის ფხვნილი, 3 ს.კ კაკაო, 3 ს,კ რძე, კარაქი, აურეით კარგად და წამოადუღეთ.

ტორტი ” ოდესა”

2.6 (52%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კექსი იოგურტით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი