ტირამისუ ( ვიდეო)

შემადგენლობა:

მომზადება:

ავიღოთ ჯამი და შიგ ჩავასხათ ყავა,2 ს.კ ღვინო და 2ს.კ ვანილის ექსტრაქტი და 1 ს.კ შაქარი, ვურიოთ და გადავდოთ ცალკე.  ცალკე ჯამებში გავაცალკევოთ კვერცხის გულები და ცილები. კვერცხის გულებს დავამატოთ 2 ს.კ ღვინო და 1 ს.კ შაქარი, ვურიოთ  გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ ყველი მასკაპონე, ავთქვიფოთ. დავუმატოთ კრემი და ავთქვიფოთ.

ყავიან მასაში ჩავდოთ იტალიური ორცხობილები და თეფშზე ან გამოსაცხობ ფირფიტაზე დავაყოთ ერთ ფენად,წავუსვათ კრემიანი მასა, ზევიდან დავახეხოთ შოკოლადი ან მოვაყაროთ კაკაო,  შემდეგ ისევ დავადოთ ორცხობილები, წავუსვათ კრემი და ბოლოს ისევ მოვაყაროთ შოკოლადი ან კაკაო.შევდოთ მაცივარში დაახლოებით 30 წუთი და მზად არის .

ტირამისუ ( ვიდეო)
1 (20%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო ღვეზელი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი