სუპერ ტორტი

შემადგენლობა:

მომზადება:

2 კვერცხის და ორი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევაზილოთ 100 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს.კ კაკაო, 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავასხათ 2 ჩ.ჭ ცივი რძე, დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი, ცოტა მარილი და კარგად გავთქვფიოთ. დავაყაროთ 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და დავასხათ მომზადებული ცომის მასა. შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ.

მოვამზადოთ კრემი  შემდეგნაირად: 250 გრ კარაქი გავთქვფიოთ გათეთრებამდე და შევურიოთ ცოტ-ცოტა შესქელებული რძე. ისევ ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან , ჰაეროვან მასას.

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ მაგარი  ყავის ნაყენისა და ცოტა კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვრთოთ გემოვნების მიხედვით.

სუპერ ტორტი
3.5 (70%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის სუფლე