”პონჩიკი”

უგემრიელესი პონჩიკების რეცეპტი..! 

შემადგენლობა:

მომზადება:

საფუარი გავხსნათ ერთ ჩაის ჭიქა ნელ თბილ რძეში, ერთი ქია ფქვილი ჩააყარეთ, კარგად მოურიეთ, თბილად დადგით გაფუვდეს. როცა გაფუვდება, ოთხი კვერცხის გული გათქვიფეთ ორ ს.კ დანაყილ შაქარში, ერთი ჭიქა ფქვილი კიდევ ჩააყარეთ,  ერთი ჩ.კ წმინდად დანაყილი დარიჩინი, ან ლიმონის ქერქი. ესენი სულ იმ საფუარში აურიეთ, დაზილეთ, დადგით კიდევ თბილად გაფუვდეს. მეორედ როცა გაფუვდება,  ფიცარს ფქვილი მოპაყარეთ, ეს ცომი დადეთ და დაასველეთ ერბოში ან ზეთში, მოჭერით პატარა გუნდები, გაათხელეთ მრგვლად, შიგ ჩადეთ რომელიმე უკურკო მურაბა უწვენოდ და დაამრგვალეთ. რაც ცომის სულ ასე გააკეთეთ. სკავრადას ან სინს მოაყარეთ ფქვილი, ზედ დააწყვეთ ეს გუნდები, დადგით თბილ ადგილას ნახევარ საათს, პატარა ქვაბში ჩაასხით ერბო ან ზეთი, იმდენი გუნდა ჩააგდეთ, რამდენიც ჩაეტიოს, ნელ ცეცხლზე მოწვით, როცა დაწითლდებს, ამოიღეთ საცერზე,შემდეგ გადაიღეთ ბლუდზე, მოაყარეთ დარიჩინი ან ვანილ-ნარევი შაქარი.

შეაფასეთ გვერდი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი