პალეოს დიეტა

მიზანი: ს ა, ს  ა ა ს ს 

დაქვეითება.

მიდგომა: ე ლ ნ ს ს ს ს,ს,

დიეტები. თუმცა ამგვარი დიეტებიდან ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარულია პალეოს დიეტა,

რომელის პალეოლითის ხანის ჩვენი წინაპრების ”კვების რეჟიმს” ეყრდნობა.

ძირითადი პრინციპი :  რაციონის მთვარ ნაწილს შეადგენს ცილები და ცხიმები,ნახშირწყლების მიღება კი 

მინიმუმადეა დაყვანილი.

შეიძლება: ხორცი,თევზი, ფრთოსანი,თხილეული, ბოსტნეული და ხილი, კვერცხი და ნახშირწყლების დაბალი

შემცველობის მქონე სხვა პროდუქტები.

რ შეიძლება : პროდუქტები ნახშირქყლების მაღალი შემცველობით, როგორიცაა ტკბილეული, მაკარონი,პური

ზოგიერთი ხილი და სახამებებლიანი ბოსტნეული. ბარდეული, რაფინირებული შაქარი. პალეოს დიეტის ავტორი

პროფესორი ლორენ კორდეინი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს  ამგვარ პროდუქტებთან

ადაპტირებას. რაც შედეგად იწვევს ანთებით პროცეცებს და ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების

განვითარებას, მათ შორის გასუქებასაც.

პლუსები:  ჯანსაღი, მინიმალურად დამუშავებული პროდუქტები დიეტების უმეტესობის საფუძველია. კვების

ეს მეთოდი მდიდარია ცილებით, რაც ეხმარება ორგანიზმს კუნთოვანი მასის შენარჩუნებაში. ასეთი დიეტის

დროს ადამიანი წონაში საკმაოდ სწრაფად იკლებს.

მინუსები : რაციონიდან ბარდეულისა და მარცვლეულის, ასევე რძის პრიდუქტების გამორიცხვა საკამათო

ნაბიჯია. ავსტრალიის დიეტოლოგთა ასოციაციის წევრი, დიეტოლოგი მელანი მაკ გრისი ამბობს, რომ ამგვარი

რაციონს შეუძლია გამოიწვიოს კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი, ასევე შეიცავს მეტისმეტად ბევრ

ნაჯერ ცხიმებსა და ცილებს, რაც არ ისე კარგია გულისთვის. თანაცმ პრიდუქტების ერთგვაროვნების გამო ძნელია

ამ დიეტის დიდხანს დაცვა.

წესად აქციეთ : ცილების ნაკლებობა კუნთოვანი მასის დაკარგვას იწვევს. საკმარისი რაოდენობის ცილების

მიღება, განსაკუთერებით, თუ სპორტს მისდევთ-სრულფასოვანი დიეტის მნიშვნელოვანი პირობაა.

პალეოს დიეტა

5 (100%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლის დიეტა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი