ოსტრი

შემადგენლობა:

  • 2 კგ საქონლის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ტომატი
  • 1 ქილა დაკონსერვებული პომიდორი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი,წითელი წიწაკა-გემოვნებით
  • თითო-თითო კონა ქინძი,ოხრახუში

მომზადება:

ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. ცოტა ხანში დავაყაროთ ხახვი, მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და განვაგრძოთ შუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დავამატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ თავსახური, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა. თუ წყალს დაიშრობს, ხორცი კი ჯერ მზად არ არის, მაშინ ცოტაოდენი წყალი დავამატოთ.

როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადავწუროთ. ხორცს დავუმატოთ დაკონსერვებული პომიდორი (სეზონზე ცოცხალი, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი 1 კგ პომიდორი გამოიყენეთ) და ტომატპასტა. დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ თავისივე წვენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსტრის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვენი ნელ-ნელა დაუმატეთ, რომ კერძის კონსისტენცია აკონტროლოთ. სულ ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა.

თუ სქელ ოსტრს მოამზადებთ, გარნირად ბრინჯი მოუხდება. მოხარშული ბრინჯი საშუალო ზომის ჩაის ფინჯნით ამოიღეთ ქვაბიდან და თეფშზე ფრთხილად გადმოაპირქვავეთ, ზემოდან მოასხით ოსტრი და ასე ულუფებად განაწილებული მიიტანეთ სუფრასთან.

ოსტრი
4.32 (86.32%) 19 votes



წაიკითხეთ სხვაც

ინდაურის საცივი აჭარულად



ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. სახელი*მარი says:

    უგემრიელესია

დატოვეთ კომენტარი