ნიოკი

შემადგენლობა:

კარტოფილი 1 კგ
კვერცხი 2ც
ფქვილი 0,5 კგ
მარილი
პილპილი
სოუსი:
არაჟანი 1ქ
ზეთი 1 ს/კ
ნიორი 2 კბ
მარილი
პილპილი
ბაზილიკი

 

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ მუნდირში.გავაგრილოთ და გავფცქვნათ. დავჭყლიტოთ პიურე და დავამატოთ მარილი, პილპილი, კვერცხი. მოვზილოთ ცომი და თანდათან შევურიოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ელასტიური ცომი. დავჭრათ 4 ნაწილად. თითოეული მათგანს მივცეთ ჯოხი ფორმა, დავჭრათ პატარა ნაწილებად და ჩანგლით მივცეთ ფორმა.
მაღალ ცეცხლზე ქვაბში ავადუღოთ წყალი,დავუმატოთ მარილი და ჩავყაროთ ნიოკი მოსახარშად. ამოვიღოთ მალევე,არ ჩაიხარშოს.
სოუსი
ტაფაზე ზეთში მოვხალოთ 2 კბილი ნიორი დავუმატოთ არაჟანი და წამოვადუღოთ. დავუმატოთ მარილი,პილპილი და ბაზილიკი

ნიოკი
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ხაჭაპური შამფურზე



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი