ნიგვზის სუფლე

შემადგენლობა:

მომზადება:

დავნაყოთ 200 გრამი ნიგოზი და ჩავდოთ ქვაბში, ცალკე ავთქვიფოთ 5 კვერცხის გულისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრისგან გოგლი-მოგლი. აგრეთვე ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა ნაღები და ყველაფერი ეს ჩავასხათ ქვაბში, სადაც გვაქვს დანაყილი ნიგოზი.

შემდეგ დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ ადუღებამდე (არ უნდა ავადუღოთ). ცოტა რომ შესქელდება გადმოვიღოთ, გავაცივოთ და დავუმატოთ 5 კვერცხის გათეთრებამდე ათქვეფილი ცილა.  შემდეგ დავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში და შევდოთ ღუმელში დაბალ ტემერატურაზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შოკმანჟე





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი