მხლოვანები ისპანახით

შემადგენლობა:

მომზადება:

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. წვრილად დავჭრათ და გავწურავთ. კარგად უნდა გაიწუროს, ცოტა მარილსაც ჩავამატევთ. ჯამში ჩავყრით და გახეხილ ყველს დავაყრით. გამდნარ ერბოს და ხაჭოსაც შევურევთ და შიგთავსი უკვე მზად არის. რაც შეეხება ცომს, მაწონში სოდასა და ძმარს გავხსნით. ძალიან ცოტა მარილს ჩავაყრით და ფქვილს შევაზელთ. ცომი კარგად რომ მოიზილება, ტაფაზე გავაბრტყელებთ და შიგთავსს ჩავუდებთ. ღუმელში შევდგამთ და გამოვაცხობთ. ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი მხლოვანი გამოდის.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კუჭმაჭი