მარწყვის ლიქიორი

შემადგენლობა:

მომზადება:

1,5კგ. მარწყვი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ მინის ქილაში, დავასხათ 1,5ლ. არაყი. სხვა ქილაში მოვათავსოთ 1,5კგ. მარწყვი, დავასხათ წყალი და გავაჩეროთ სამი დღე. სამი დღის შემდეგ, წყლიანი მარწყვი გავფილტროთ, გაფილტრული წყალი დავასხათ 1,5კგ. მარწყვს და გავაჩეროთ კიდევ 3–4 დღე. შემდეგ კვლავ გავფილტროთ და გაფილტრული წყლისგან მოვადუღოთ შაქრის სიროფი (200მლ. წყალზე 400 გრამი შაქარი), სიროფი წამოვადუღოთ სამჯერ, წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ. შემდეგ დაყენებული არაყი გავფილტროთ (მარწყვი გადავყაროთ, ჭამა არ შეიძლება!) და დავამატოთ გაცივებული სიროფი, ჩავასხათ ქილებში და გავაჩეროთ 2–3 თვე.

მარწყვის ლიქიორი
3.5 (70%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

მსხლის ლიქიორი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი