ლიმონის ტარტი შოკოლადით

შემადგენლობა:

მომზადება:

200 გრ კარაქი კვერცხთან და შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად ავთქვფიოთ. მივუმატოთ 1 ჩ.ჭ არაჟანი, სოდა, ძმარი, 2.5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

საშუალო ზომის ლიმონს გადავავლოთ ადუღებული წყალი, კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ  მანქანაში, ავურიოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილში.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად. პირველი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ყალიბში, დავადოთ ლიმონის მასა. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და დავაფაროთ ზემოდან. ნაპირები კარგად შევიუსწოროთ, რომ ლიმონის მასა არ გამოვიდეს. შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ზეფირი